შეუძლებელია ამის მშვიდად ყურება. ისინი სიტყვით დემოკრატიას და ადამიანის უფლებების პრიმატს ღაღადებენ და საქმით კი ჩვენს ძმებს, მამებს და შვილებს არაადამიანური წამების ქვეშ ამყოფებენ.
დღეს, როგორც არასოდეს, დიდ ბრიტანეთში მყოფი ემიგრანტები ერთ მუშტად ვართ შეკრულები.პრაქტიკულადყველა რეგიონიდან მოიწევს ხალხი ლონდონში, რომ ერთად დავგმოთ ეს აუტანელი სადიზმი. ემიგრაციის დიდი ნაწილი სულ ახლახანს შევიკრიბეთ ლონდონში პარლამენტის წინ და ჩვენი მხარდაჭერა და ნდობა გამოვუცხადეთ ძალას, რომელსაც შეუძლია ყველა სფეროში რეალური სასიკეთო ცვლილებების გახორციელება, რომელიც არ დაუშვებს მსგავსი სახის ძალადობას და ადამიანის ასეთ გაუგონარ დონეზე დამცირებას!
ხვალ, 20 სექტემბერს, 12 საათზე ჩვენ კვლავ ვიკრიბებით ლონდონში, ამჯერად საქართველოს საელჩოს წინ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი და დღევანდელ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენს გაბრაზებას. ვაჩვენებთ იმასაც, რომ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს ძმებს გაჭირვებაში, ჩვენს ღირსებასთან ერთად ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებას და ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, გავაკეთებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების დაჩაგვრის, დამცირების, შეურაცხყოფის დრო.
ამის მოთმენა და დათმენა წარმოუდგენელია!” _ ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ.