(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიაში უამინდობა გრძელდება _ 6 თებერვალს, ღამით, რეგიონს ქარიშხალმა გადაუარა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. ქარიშხალმა, ასევე დააზიანა ელექტრო სადენები, რის გამოც, რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქალაქის და სოფლის მცხოვრებლებს. 3 თებერვლიდან, დღემდე (8 თებერვალი) სოფელ ბაილეთისა და დაბა ნარუჯაში შუქი არ იყო. როგორც ნარუჯიდან გვაცნობეს, თოვლმა სადენები დაწყვიტა და ამ დრომდე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ბაილეთში ადიდებული მდინარე სუფსა მოსახლეობას პრობლემებს უქმნის და აქაურებს ქალაქის ცენტრთან დაკავშირება უჭირთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved