– თუ ჩვენ ევრო კავშირის და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირსეული წევრობა გვინდა, ბოლომდე უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და უნდა მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოვახდინოთ სისტემური ცვლილება და გავისტუმროთ ეს ხელისუფლება.
ვფიქრობ, სიტუაცია გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე გვეჩვენება და მარტო პენიტენციალურ სისტემას არ ეხება; საზოგადოება დაფიქრდეს და თვითონ გააკეთოს დასკვნები: განა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ახლანდელი ხელმძღვანელები ახალაია და შაშკინი იგივე სისტემაში არ მუშაობდნენ? განათლების სისტემაც განა პოლიციურ ყაიდაზე არ გადაიყვანა იგივე შაშკინმა? მგონი, ღირს ყველაფერ ამაზე დავფიქრდეთ, _ ამბობს ლევან მჟავანაძე.































































