აქციას ლანჩხუთის სხვადასხვა სოფლებიდან საკუთარი სურვილით შემოუერთდა უკმაყოფილო მოქალაქეების რამოდენიმე ჯგუფი. აქ არიან შუხუთის, ჩოჩხათის, სუფსის, ახალსოფლის, ნიგოითის მაცხოვრებლები. ამ წუთებში ხალხის საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა ქალაქის ცენტრალური პარკჯიდან დაიძრა პოლიციის მიმართულებით.
































































