გამვლელი მძღოლები სიგნალით ესალმებიან მომიტინგეებს. დემონსტრანტები რამდენიმე წუთი შეჩერდნენ პირველ საჯარო სკოლასთან, რომელშიც მოთავსებულია ნომერ მეორე საარჩევნო კომისია. მათ ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტეს საქართველოს ციხეებში არსებული ძალადობის ფაქტები.
ამ წუთებში ლანჩხუთის ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად გადაკეტილია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებიდან სოლიდარობის გამოსახატავად გამოვიდნენ თანამშრომლები.






























































