სტრასბურგი, 20.09.2012. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოსთვის მაიკლ აასტრაპ ჯენსენი (დანია, ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი) და ბორის ცილევიკსი (ლატვია) შოკირებულნი არიან იმ ვიდეო კადრებით, რომელმაც გამოააშკარავა საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტები ციხის თანამშრომლების მხრიდან. ასეთი პრაქტიკა მიუღებელია ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოსათვის, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სწრაფ რეაქციას . ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება ჩაატარებს სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ დარღვევებზე. ასევე ჩნდება სტრუქტურული შეკითხვა _ სახალხო დამცველის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ფაქტები? ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პირი, რომელიც იყო თანამონაწილე ან თვალი დახუჭა ამ დანაშაულობებზე, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
თანამომხსენებლები აპირებენ საქართველოში დაბრუნებას მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.