მერი კიკნაძე ციხეში ადვოკატთან ერთად შევიდა. გარეთ გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მართალია, სახეზე დალურჯებულია, მაგრამ როგორც პატიმარმა უთხრა, ეს თვითდაზიანებაა. ადვოკატმა პატიმრის ცემა გამორიცხა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა.
ერთ საათში, ციხიდან პატიმრის დედაც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა რომ მისი შვილი ნაწამებია და ვერ გაუგია, რატომ იცრუა ადვოკატმა.

































































