“გურია ნიუსს” სტრასბურგიდან დაუკავშირდა ოზურგეთელი ზურა მალაზონია და დოლიძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა:
_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არის გატაცებული და ალბათ, კიდევაც აწამებენ. ოჯახის წევრებიც ეძებენ, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ, _ გვითხრა მალაზონიამ.

































































