როგორც დრამატული თეატრის დასის გამგე თეონა ლორთქიფანიძე ამბობს, პროტესტის ნიშნად სპექტაკლში მონაწილე 13 მსახიობი დღეს სცენაზე აღარ გავა.
“ამ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი სპექტაკლის ართამაშით,” – ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.
სპექტაკლი “ბოლო გაჩერება” ბათუმის დრამატულ ტეატრში დღეს, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. სპექტაკლის რეჟისურა გაგა გოშაძეს ეკუთვნის.

































































