„გურია ნიუსმა“, რამდენიმე წუთის წინ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, კოალიცია „ქართული ოცნები“-ს აქციის დასრულების შემდეგ, მოედანზე „მერსედესის“ მარკის თეთრი მიკროავტობუსი შემოიჭრა, რომელშიც წითელმაისურიანი ახალგაზრდები ისხდნენ. მაისურზე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო რიცხვი ხუთიანი იყო გამოსახული. ხუთიანი ამშვენებდა მიკროავტობუსსაც. მიკროავტობუსმა რამდენჯერმე დაარტყა მოედანს წრე.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები მიკროავტუსს _ „საქართველო, საქართველო“- ს შეძახილებით შეხვდნენ.