_ ბატონო ბიძინა, ხშირად საუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ამბობთ, რომ მათ მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოთ. ჩვენ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ კითხვებზე არ გვპასუხობს… იგივეს აკეთებს თქვენი გარემოცვის ზოგიერთი წევრი…
_ მაგალითად?
_ მაგალითად სოზარ სუბარი. ეს, რამდენად სწორი და მისაღებია?
_ სოზარი აბსოლუტურად დემოკრატი კაცია. ეტყობა რაღაც მიზეზით ვერ მოახერხა. მეც ვერ ვახერხებ ხშირად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს ცუდად ვექცევი. ხშირად დრო არ გვაქვს, ხშირად საშუალება არ გვაქვს. ასე იქნებოდა სოზარის შემთხვევაშიც, _ განმარტა ივანიშვილმა.