ისინი მოითხოვენ, გადაიდოს ცსკო-ს სხდომა, რომელზედაც უნდა განიხილონ საკითხი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვის შესახებ.
პროექტის მიხედვით, საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, ასევე, ჟურნალისტებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ ფოტო და ვიდეო გადაღება. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია გასცეს ნება, რომ გადაღება მოხდეს დღის განმავლობაში ერთჯერადად, მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში.
ცხკო-ს შენობასთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების რაოდენობა მატულობს.