წყალწმინდის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლილი აფშილავამ ტრიბუნიდან მიმართა კოლეგებს და მოუწოდა მათ, ნუ იმალებიან და თვალი გაუსწორონ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
,,სახელმწიფო იქცა პედაგოგის დაშინების იარაღად. ჩვენ კი ვერ ვბედავთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებას. დროზე გამოფხიზლდით, ნუ შეგეშინდებათ დადგეთ იქ, სადაც თვენი ხალხი დგას,’’ _ მოუწოდა მან საზოგადოებას.
_ თქვენი დღევანდელი მოწოდება გავლენას მოახდენს თქვენს კოლეგებზე და დაეხმარება მათ შიშის დაძლევაში?
_ აუცილებლად უნდა მეთქვა სათქმელი. სად არიან დღეს ლანჩხუთელი პედაგოგები? მთელი მოედანი დავიარე და ვერსად ვიპოვე ისინი. მინდა ეს ქვეყანა მობრუნდეს, წინ წავიდეს და არა ისე, როგორც ახლა, უკუღმა რომ მიდის. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოსვლა გავლენას მოახდენს და ჩემი კოლეგები აზრს შეიცვლიან.
პედაგოგებს მინდა მოვუწოდო _ ნუ იმალებიან, ნუ ეშინიათ, ამაზე უარესი არაფერი დაგვემართება! ჩვენ შვილებს გაუკეთეს ეს საშინელება და ჩვენ ვალდებული ვართ, ხმა ამოვიღოთ.