მან მიმართა სასჯელაღსრულების ახალდანიშნულ მინისტრს გიორგი ტუღუშს და განაცხადა, რომ სანამ მინისტრად დანიშნავდნენ, პირადად უნდა მოეთხოვა იმ ხალხის დასჯა მთავრობასა და პარლამენტში ვინც მის გამოსვლებს ყურსაც კი არ უგდებდა.
_ მინდა მოვუწოდო გიორგი ტუღუშს, ლეღვის ფოთოლივით ნუ აეფარება ამ გადაგვარებულ მთავრობას, _ თქვა გიორგი ოთხმეზურმა.
მან სტუდენტებს მადლობა გადაუხადა, რადგან აქტიურად არიან ჩამბულები ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.