როგორც „გურია ნიუსს“ „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, შოთა ჯოხაძემ განუცხადა, დღეს, დაახლოებით 00:18 საათზე მათ შეტყობინება გაუგზავნეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რათა მიეღოთ ზომები ამ ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენაში. ადვოკატის განცხადებით, შეტყობინება კი მიიღეს, მაგრამ საპატრულო პოლიცია ჯერაც არ გამოჩენილა.
_ ეს ადამიანები დაახლოებით სამი საათის წინ გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ იგოეთთან. მიშა ოსაძემ მოახერხა და დამიკავშირდა. ჩვენი ჯგუფის გაგზავნამდე, მე გადავურეკე ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომ დაეფიქსირებინათ მომხდარი. სანამ ისინი მივიდოდნენ, დაახლოებით 20 წუთში, დაკავებულები სასწრაფოდ წაიყვნეს და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათი გადაყვანა სპეცნაზის საშუალებით მოხდა“ _ აცხადებდა „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას რამდენიმე საათის წინ.
ინფორმაციას ამ ოთხი დაკავებულის შესახებ, ჯერჯერობით არ ავრცელებს შსს-ს. თუმცა, ბოლო 3 დღის განმავლობაში პოლიციელები ძალიან გააქტიურებულები არინ, განსაკუთრებით რეგიონებში. 21 დან 23 სექტემბრის ჩათვლით, მათ 20 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. მათი უმეტესობა „ქართული ოცნების“ წვრები არიან და თითქმის ყველა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით _ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა დააკავეს.