ბუბა დვალი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გვითხრეს, დაზიანებები ძალიან მძიმეა და შესაძლოა დვალმა მხედველობა დაკარგოს.
ამ წუთებში დვალს ოპერაციას უკეთებენ.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგვერკვია, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.