გიორგი გუგავას თქმით, ცსკო-ს ბატალიების შესახებ საქმის კურსში საერთოდ არ არის:
_ და რა წერია კანონში _ გაქვთ გადაღების უფლება? _ აქეთ შეგვეკითხა გუგავა.
მისივე თქმით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დეტალებში გაერკვევა.
სოსო შატბერაშვილი კი ამბობს, რომ პარტიის პოზიცია ცსკო-ს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი:
_ ჩვენ პოზიციას მას შემდეგ დავაფიქსირებთ, რაც სხდომა დამთავრდება, _ დასძინა შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 საათზე ცსკო-ში გაიმართება სხდომა, სადაც უნდა მიიღონ დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე მედიას ფოტო და ვიდეო გადაღებას ვერ აწარმოებს.