_ ეს, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის არის მიუღებელი. მედიის წარმომადგენლებს ხშირად გვიშლიან ხელს ჩვენი მოვალეობის შესრულებაში, წელს ჩვენთვის დახურეს საჯარო დაწესებულებები. არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციებს და არ გვიშვებენ გამგეობის შენობაში, _ თქვა აქციის ორგანიზატორმა გიორგი გირკელიძემ.
აქცია, საოლქოს შენობასთან, 18:00 საათზე დაიწყება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოვლენ.