როგორც ომბუცმენის აპარატი გნმარტავს: “მსჯავრდებულების გადმოცემით, ადმინისტრაციის თანამშრომლები რეგულარულად შედიოდნენ საკნებში, ძირს უყრიდნენ ტანსაცმელს, ხატებს, მათ კუთვნილ სხვა ნივთებს; სამარტოო საკანში ჩაყავდათ მარტო იმიტომ, რომ შემდეგ ვეღარ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ასევე, მსჯავრდებულთა თქმით, შემოწმების დროს, მათ უნადგურებდნენ წყლის მარაგს და შემდეგ რამდენიმე დღით უკეტავდნენ საკნებში წყალს, მაშინ, როდესაც დაწესებულების დანარჩენ ტერიტორიაზე წყალი ჩვეულებრივად მოდიოდა. დაწესებულებაში სტუმრის მოსვლის შემთხვევაში კეტავდნენ ფანჯრებს, გამორთავდნენ ვენტილაციას და უჰაერო საკანში ტოვებდნენ გარკვეული ხანი.
მსჯავრდებულთა თქმით, ადმინისტრაცია თავისი შეხედულებისამებრ რამდენიმე დღით რთვდა ტელეფონს, ხშირად – რამდენიმე კვირითაც.
ასევე, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გაუსაძლისი მათი მდგომარეობა გახდა ყოფილი დირექტორის, ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ, რომელიც მოადგილესთან, დავით მუმლაძესთან და უსაფრთხოების უფროსთან, ილო ლუტიძესთან ერთად პირადად ცემდა კარცერში განთავსებულ მსჯავრდებულებს, რასაც სხვები მობილურით იღებდნენ.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მსჯავრდებულები ასახელებენ შემდეგ თანამშრომლებს: რეჟიმის ოფიცერი გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ კორშია და აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.
რუსთავის N16 დაწესებულების მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები 24 სექტემბერს, რეაგირებისთვის გადაეცემა მთავარ პროკურატურას.”