„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ადიკო ივანიშვილს, რომლის განცხადებით, მისი სახლის წინ სამართალდამცავების მობილიზების მიზეზი ის გახდა, რომ მის შვილს, ემზარ ივანიშვილს ბრალს პოლიციელის მოსყიდვაში დებენ.
_ ეს არის მტკნარი სიცრუე და უკვე მეორედ ცდილობს ხელისუფლება, რომ ჩემს შვილს დააბრალონ ის, რაც არ ყოფილა. ეს არის ამ ხელისუფლების მოგონილი მტკნარი სიცრუე და მორიგი ბრალდება. ჩემს შვილს, აქედან არავის არ გავატან“, _ აცხადებს ადიკო ივანიშვილი „გურია ნიუსთან“.
ამასთანავე ის ადასტურებს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ნამდვილად ჩანს ემზარ ივანიშვილი, თუმცა დასძენს, რომ შსს-მ მოვლენების გაბუქებას ცდილობს:
_იყო ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ ის პოლიციელი თავისი გზით წავიდა, ემზარი მის გზას გაუყვა. არანაირი მოსყიდვა არ ყოფილა, ეხლა უნდათ, რომ სიტუაცია გაამძაფრონ.
მისივე თქმით, სახლის ჭიშკართან მობილიზებული სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ცდილობენ გაავრცელონ ჭორები და ჩრდილი მიაყენონ ივანიშვილებს. ემზარ ივანიშვილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს.