ადიკო ივანიშვილის მეზობლები “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იციან რა ხდება. დაინახეს რომ მის მეზობელთან მედიის წარმომადგენლები და სხვა ავტომანქანები მოვიდნენ.
_ რა ვიცი ბიძია, დღეს ყველა ჟურნალისტი გვეკითხება ადიკო ივანიშვილის შესახებ. რა იყო, დღეს რომ გაგახსენდათ ყველას?! იგი კარგი მეზობელი და კარგი ადამიანია. მეტი ჩვენ რა უნდა გითხრათ?!
ივანიშვილის მეზობლებს, ყველას, “ქართული ოცნების” მაისურები აცვია.
_ მთელი ურეკი ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხმას. ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა.ის კადრები, რაც გავრცელდა, სისულელეა. არ ვენდობით ამ კადრებს. ეს არ არის მართალი. ბიძინა არ გაიმეტებდა თავის ძმის შვილს პოლიციისთვის… ივანიშვილს არ ჭირდება ურეკში მსგავსი რაღაცეები გააკეთოს. ადიკო ივანიშვილის ოჯახი არ არის ის ოჯახი, რომელიც მსგავს რაღაცეებს ჩაიდენს. ჩვენ ვართ მისი მეოზობლები და ყველაზე კარგად ვიცით, ისინი როგორი ხალხია. სად იყვით ამდენი ჟურნალისტი, როდესაც ურეკში წყალდიდობა იყო, ის რატომ არ გადაიღეთ?! _ აცხადებენ ივანიშვილის მეზობლები “გურია ნიუსთან”.
ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში, სამართალდამცავების ავტომანქანები არ შეინიშნება.