გადაწყვეტილება გამოტანილია _ ცსკო-მ გაცილებით უარესი ვარიანტი მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დადგენილების თანახმად, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების გახორციელება თავისუფალ რეჟიმში, ისიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირის გადაღებისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ფოტოვიდეოგადაღება ნებადართულია კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ერთი ადგილიდან და ეს ადგილი 3 მეტრით იქნება დაშორებული სუბიექტიდან/ობიექტიდან. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს ოქმების, ბიულეტენების დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც ყველაზე მთავარია, კენჭისყრის ოთახში კამერით გადაადგილების ან საარჩევნო უბნის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას!
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იმ ცხრა ადამიანს შორის იყო, რომელმაც ცსკო-ს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.