დეპარტამენტს ახალი _ მონიტორინგის სამმართველო დაემატა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ციხის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის კონტროლი და ამ მხრივ გამოვლენილ ხარვეზებსა და დარღვევებზე ზომების მიღება და აღმოფხვრაა.
სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. ქსნის კოლონიის 526 მსჯავარდებულმა სახალხო დამცველის სახელზე გაგზავნილ კოლექტიურ წერილში პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ციხის რამდენიმე თანამშრომელი დაადანაშაულა. მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ყოფილ თანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატიდან უპასუხა, რომ ყველა ეს თანამშრომელი “იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გაშვებულია”.
“სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მოგვეწოდება როგორც უშუალოდ პატიმართა, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის უფლების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერ. მიღებული ინფორმაციის შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ყველა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადებაში აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები განცხადების გავრცელების მომენტისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ,” _ ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი პატიმრების წამებაში დადანაშაულებული პირების მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებაზე. გიორგი ტუღუშის უწყება აცხადებს, რომ მეოთხე დღეა ციხეებში წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ დაფიქსირებულა.





























































