პალესტინაში ახალი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მას შემდეგ, რაც გუშინ, ძალადობაში გადაზრდილ საპროტესტო აქციაზე ისრაელმა სამხედროებმა 58 ადამიანი მოკლეს. დაშავებულთა რაოდენობა 2 700-მდე აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დღეს 70 წელი შესრულდა, რაც ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ისრაელსა და პალესტინას შორის დავა დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. როგორც პალესტინელი დემონსტრანტები ამბობენ, მათ წინაპართა სახლების დაბრუნება სურთ, რაც 1948 წელს დაკარგეს.
ამავე თემაზე: