ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ზღულაძემ შსს დაქვემდებარებული ყველა რეგიონის სამმართველო შემოიარა. რეგიონიში მინისტრი პოლიციის თანამშრომლებთან დახურულ შეხვედრებს ატარებდა, რის შემდეგად პოლიტიკური დაჭერები გააქტიურდა.
რას უკავშირდება შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ზღულაძის გადაწყვეტილება თანამშრომლების კადრების განყოფილებაში გადაყვანა, ჩვენთვის უცნობია.
“გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო სალომე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ შს სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები კადრების განკარგულებაში გადაიყვანა. ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაცია შს სამინისტრო?
_ მეც ვარ დეპარტამენტის უფროსი, მაგრამ განცხადებებს ვაკეთებ, რასაც თქვენ კითხულობთ. არა, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ.