ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” პირადად რამაზ ნიკოლაიშვილმა მიაწოდა:
_ მერიაში დღეს დაიწყო ტექსტილის ქარხნის მშენებლობა. სერიოზული ინვესტიცია ხორციელდება _ დასაქმდება 600 ადამიანი უკვე ორთვენახევარში, რა ინფორმაციაც მე მაქვს მიღებული, მანამდე გადამზადების კურსები იქნება დანიშნული. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, თუმცა, მე დღეს ინვესტორებს ვესაუბრე და რა ინფორმაცია მათგანაც მივიღე, შემდეგი ქარხანა, რომელიც უნდა აშენდეს, იქნება ლაითურში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გურიისთვის. მე ვესწრებოდი ამ ყველაფერს, მომიწვიეს როგორც სტუმარი და ძალიან მიხარია, რომ ჩემს რეგიონში ასეთი რაღაცეები ხდება. დარწმუნებული ვარ, როცა ამირჩევენ მაჟორიტარ კანდიდატად, აუცილებლად ყოველ ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია გახორციელდეს გურიაში, ასევე ძალიან ველოდები მერიაში აეროპორტის მშენებლობას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერიც სწორედ ამიტომ ჩამოვიდა და დაესწრო ამ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ლევანმა მაინც გადაწყვიტა, ჩამოსულიყო ოზურგეთში რამდენიმე საათით და დასწრებოდა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, _ გვითხრა რამაზ ნიკოლაიშვილმა.