საღამოს 5 საათზე დაწყებულ შეხვედრას, არც ხალხი აკლდა და არც _ თვალთვალი. შეხვედრის დაწყებამდე, სოფლის ცენტრში ახალი მოსაცდელის მშენებლობა და სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
_ შემოქმედი, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმა ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ბოლოსთვის შემოვინახე. პრაქტიკულად, საარჩევნო შეხვედრებს ვასრულებთ და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ შემოქმედისთვის საპატიო ადგილი დაგვეთმო, _ აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ სიტყვის გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ერთიანობას და მის უდრეკელობას, 29 სექტემბერს დავინახავთ: _ როგორც მოგეხსნებათ, ამ დღეს თბილისში გრანდიოზული აქცია გაიმართება. ბიძინა ივანიშვილი შეგვპირდა, რომ 1 ოქტომბრამდე ერთ მუჭად შეგვკრავს და არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ. რაც უნდა შეთითხნონ, რაც არ უნდა მოატყუონ ხალხი, გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება, _ თქვა მან.