უბანზე სულ 12 განცხადებაა. აქედან 5 ერთი ხელით არის დაწერილი. ასევე 2-2 განცხადებაში ერთი ხელწერაა.
როგორც კომისიის მდივანმა გვითხრა, განცხადებები ასეთი სახით შემოვიდა და მისთვის უცნობია, რატომაა ერთნაირი ხელწერა.
როგორც გავარკვიეთ, განცხადებების ავტორები, არც ერთი ოჯახის წევრები არიან და არც მეზობლები. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები ერთ დღეს არის შედგენილი.
“გურია ნიუსმა” მსგავსი ფაქტი გასულ არჩევნებზე გოგოლესუბნის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ჩვენი საჩივრის შედეგად, მაშინ, საოლქომ გადასატანი ყუთი გააუქმა.
საჩივარი ამჯერადაც შეტანილია.