ამჯერად “გურია ნიუსი” გთავაზობთ ავლაბრის მეტროს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების “პალაკატების ომის” ამსახველ ფოტომასალას, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ არის გადაწებებული კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, “ახალი მემარჯვენეების” და “ქრისტიან დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატებზე, რითაც ხელი შეუშალა სხვა პარტიებს აგიტაციაში.
ფოტოებზე კარგად ჩანს აგრეთვე, რომ სანამ ქანთარიას პლაკატებს გადააწებებდნენ, მანამდე “ქრისტიან დემოკრატების” პლაკატებზე “ახალი მემარჯვენეების” პლაკატები იყო გადაწებებული.
შეგახსენებთ, რომ ასეთი ქმედება კანონით ისჯება და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.