წასვლის მსურველებისა და საკუთარი ნების წინააღდეგ წამსვლელთა შეკრება გამგეობის წინ მდებარე მოედანზე ხდება. “გურია ნიუსმა” აქ შეკრებილი საჯარო მოხელეები დააფიქსირა, რომლებიც წამსვლელთა ჯგუფების მობილიზებას ახდენდნენ. აქ იმყოფებოდნენ საკრებულოს “ნაციონალი” წევრი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ილო გვარჯალაძე, მერიის თანამშრომელი კახა კვიტაიშვილი, დეპუტატობის კანდიდატის გიორგი გოგუაძის შვილი, “წყალკანალის” თანამშრომელი დავით გოგუაძე და კანდიდატის რძალი თათია როყვა, რომელიც “პრივატბანკის” ოპერატორია. ისინი კერძო მანქანებზე ხუთიან გამოსახულ პლაკატებს აკრევდნენ და მოგროვებული წამსვლელების განაწილებას ახდენდნენ სხვადასხვა მანქანებში.
დღეს პირველი საათისთვის დაახლოებით თბილისის მიმართულებით 8-10 მანქანა გაემართა.