როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის პიროვნება, რომელმაც ავარია მოახდინა პოლიციელია _ ზურიკო ბიჭიკაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრიდანაა და სულ რაღაც რამდენიმე თვეა რაც პოლიციაში დაიწყო მუშაობა.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ ჩანტლაძემ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” დაუდასტურა, მისი განცხადებით, დამნაშავე დაკავებულია და საქმეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურა იძიებს.