შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სურმავას შესახებ არაფერი იციან. თუმცა, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ სურმავა ბმვ-ს მარკის ავტომობილით გაიტაცეს.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა აცნობა. წყაროს თქმით, ავტომანქანა ბმვ, რომელშიც სურმავა გუშინ დილით ჩასვეს ე. წ. “პერლამუტრის” ფერი იყო და მისი ნომერია _ HMB 968.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბრისას სურმავას ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს, რომელთა თქმით, სურმავას აღნიშნულ ავტომანქანაში ჩაჯდომის ფაქტი ვიდეოთვალმაც დააფიქსირა და შესაბამისი ფირებიც არსებობს.