მმართველი პარტიის ყრილობა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. ბარამიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქურდული სამყარო საქართველოში არ დაბრუნდება და მმართველ გუნდს გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.
“ჩემი მოღვაწეობის 8 წელი ამ კუთხის აღორძინებას მივუძღვენი. ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენს ბავშვებს მივცეთ განათლება. ეს უნივერსიტეტი არის ამის მაგალითი. საქართველოში ყველა უნივერსიტეტი იქნება მსოფლიო დონის,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.