ყველა სოფლის რწმუნებულს დავალებული აქვს, მინიმუმ 50 ადამიანი ჩაიყვანოს. რამდენიმე ავტომანქანა და მიკროავტობუსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარიდან გაემგზავრა ოზურგეთში. წამსვლელთა შორის ძირითადად სკოლის მოსწავლეები ჭარბობენ. მათ ნაციონალების მაისურში გამოწყობილი სოფლის რწმუნებული, ჟიფო ცინცაძე ხელმძღვანელობს.