ამ ეტაპზე, გურიიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ არიან ჩასულები, რადგან ქუთაისის მისასვლელამდე საცობებია. აქციაზე, საცობების გამო, აჭარიის წარმომადგენლებიც აგვიანებენ.
„გურია ნიუსმა“ დააფიქსირა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი თევდორაძის ერთ-ერთი შტაბის წარმომადგენლები, ოფისთან არიან გამოსულები და აკვირდებიან ვინ მიდის აქციაზე.