N37 “კატარის სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომიტეტი” _ დელეგაციის ხელმძღვანელი ალი ბინ სამიხ ალ-მარი (რეგ. განკარგულება №307 16.09.2012) დამკვირვებლების რაოდენობა _ 5
N 42. “კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო” _ (რეგ. განკარგულება №344 19.09.2012) დამკვირვებელთა რაოდენობა _ 1
“გურია ნიუსს” ცსკო-ში განუცხადეს, კატარის შსს-ს ინტერესი საქართველოს არჩევნების მიმართ იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის კატარში, არჩევნებს შსს აკვირდება.
კატარის შსს საქართველოში ერთკაციანი დელეგაციით არის წარმოდგენილი, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენთან მიღებულ გამოცდილებას თავის კოლეგებს გაუზიარებს.
კატარის სახელმწიფოში განსაკუთრებით კარგად იცნობენ ვაკის მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი კარბელაშვილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის დროს იორდანიის სამეფოს ხშირად სტუმრობდა.
მისი ვიზიტის ფარგლებში, იორდანიასთან ასევე გაფორმდა შეთანხმება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს მხრიდან მას ხელი მოაწერა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც გადაწყდა საქართველოში იორდანული ტუროპერატორების ჩამოსვლა ადგილობრივი ბაზრის გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.
მალევე, საქართველოს ავიაბაზარზე “კატარის ავიახაზები” (Qatar Airways) შემოვიდა. კატარის ავიაკომპანიამ 2012 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში ავიარეისები დაიწყო .
ასე, რომ არაა გამორიცხული, კატარის შსს-ს ერთკაციანმა წარმომადგენლობამ, ვაკეშიც “შეირბინოს” არჩევნების დასაკვირებლად.