საქართველოს პრეზიდენტის დასახვედრად, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან არიან ჩამოსულები და უმეტესი მათგანი სოფლის რწმუნებულებმა შეკრიბა.
მიუხედავად იმისა, რომ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკრედიტაცია აქვს, მაინც ვერ ხერხდება ჩვენი შესვლა. პრეზიდენტის ღონისძიების გასაშუქებლად არც სხვა მედიის წარმომადგენლებს უშვებენ.
შეხვედრას, რომელიც ძალიან მალე დაიწყება, საჯარო მოხეელები, სოფლის რწმუნებულები, პედაგოგები და სხვა სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებიან.