_ შტაბის ხელმძღვანელს ლაშა დამენიას მიაჩნია, რომ ეს უსაფუძვლოდ გავრცელებული ჭორია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ნაციონალური მოძრაობის 16 მაჯორიტარობის კანდიდატი კანდიდატურის მოხსნას აპირებს. სამართლებრივად, კანდიდატურის მოხსნას შესაბამისი პროცედურა აქვს და კანდიდატურის მოხსნის შესახებ, კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე 10 დღით ადრე უნდა აცნობოს.