თუმცა, სურმავა დღესაც დაეკონტაქტა მეუღლეს, მაგრამ სამყოფელის შესახებ არაფერს ამბობს
“გურია ნიუსი” სურმავას მეუღლეს, მაკა ლობჟანიძეს დაუკავშირდა: “ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ვურეკავ და მირეკავს, ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ, მოვიკითხავთ ერთმანეთს. რაც მე მაინტერესებს და ვეკითხები, პასუხს არ მცემს. მეუბნება, რომ კარგად არის. დიდი ხანი არ ჩერდება. მეუბნება კარგი, მერე დაგირეკავო. ბოლო ინფორმაციით, თითქოს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო ხონში, ან ფოთში. მოვიკითხეთ, რამდენად სწორი იყო ეს ინფორმაცია, მაგრამ პასუხს არ იძლევიან,” _ განაცხადა ლობჟანიძემ.