ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ ეს ადამიანი საარჩევნო უბანთან ახლოს უნდა ცხოვრობდეს _ სასურველია უბნის წინ.
ერთ-ერთმა წყარომ ერთ-ერთ სოფელში ის სახლიც გვაჩვენა, სადაც ხვალ, ამ სქემის მიხედვით იმოქმედებენ, დაგეგმილია შემდეგი “ოპერაცია”:
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ აღრიცხული ყველა მხარდამჭერი საუბნო კომისიაში ხმის მიცემამდე უნდა შევიდეს მითითებულ სახლში, საიდანაც გამოატანენ უკვე 5-იან შემოხაზულ ბიულეტენს, რის შემდეგაც ისინი შევლენ ხმის მისაცემად, იქ აღებულ ცარიელ ბიულეტენს კი, დასტურად იმისა, რომ ნამდვილად 5-იანი შემოხაზეს, მიუტანენ ადამიანს, რომელიც მას სპეციალურ სიაში პლუსით მონიშნავს.
ასე რომ, ხვალ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება თვალყურის დევნება საუბნო კომისიების წინ ან ახლომახლო განლაგებულ სახლებზე, სადაც ამ სქემის მიხედვით, დიდი მისვლა-მოსვლა იქნება.
ჩვენივე წყაროების თქმით, ეს გეგმა ძირითადად სოფლებისთვისაა განკუთვნილი.
ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ სულ ახლახან, ოზურგეთში, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები წინასწარ გახსნა! ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიების: 60/03; 60/05; 60/08; 60/43; და 60/61 თავმჯდომარეებმა: ლალი ჩანტლაძემ, ლევან მგელაძემ, თემურ ზღულაძემ, მზია ხელაძემ და გენადი გუჯაბიძემ კანონდარღვევით გახსნეს საოლქოდან წამოღებული შეფუთული და დაპლომბილი ბიულეტენები, რისი უფლებაც, ხვალ დილის 07:00 საათამდე არ ჰქონდათ.
თითოეულმა მათგანმა საოლქო კომისიისგან, გაფრთხილება მიიღო./