#60/08 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თემურ ზღულაძე „გურია ნიუსთან“ ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
_ ბატონო თემურ, თქვენ დალუქული ბიულეტენები რატომ გახსენით?
_ მე რომ დალუქული ბიულეტენები გავხსენი, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
_ იქნებ თქვენ გვითხრათ, რატომ გახსენით?
_ არ ვადასტურებ, თქვენ შეიძლება ვერ ფლობთ წესიერად ინფორმაციას.
_ ბატონო თემურ, თქვენ გაფრთხილება არ მიიღეთ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ზვიად თენიეშვილისგან?
_ არ არის სწორი ინფორმაცია! _ გაგვიცხდა ზღულაძემ.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა.
_კი, ნამდვილად ასე იყო, მან გაფთხილება მიიღო ჩემგან, რასაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს. ოლქში ვინც არიან, აუხსნეს, რომ არ უნდა გაეხსნათ, მაგარმ როგორც ჩანს, იქ ვიღაცამ დაავალა, რომ უნდა გაეხსნათ და ეს რა თქმა უნდა, არ უნდა გაეკეთებინათ. იქვე გადათვალეს და რაოდენობა იგივე იყო, რაც თავიდან, ანუ ამაზე პრობლემა არ იყო, მოვიდნენ კომიისის თავმჯდომარესთან თემურ ზღულაძესთან ერთად, რა თქმა უნდა ვუთხარით საყვედური, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ამასთან დაკავშირებით, ოლქმა მოახდინა რეაგირება, გადავთვალეთ ბიულეტენები და იყო იგივე, არაფერი შეცვლილა, დავულუქეთ ისევ და გავატანეთ უკან.
თავიდან შეიკრიბა სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თავმჯდომარეს მიეცა გაფრთხილება, _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.