ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა, ეს ინფორმაცია უკვე დაუდასტურეს „გურია ნიუსს“. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლოება ითხოვს, რომ Must Carry გაგრძელდეს, ეს მაინც არ ხდება.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია: „ძალიან სამწუხაროა, რომ საკაბელო ოპერატორები არ ითვალისწინებენ თავიანთი აბონენტების სურვილს და ასევე, არ ავლენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომელთაც სურთ ინფორმაციის სრულყოფილად მიღება. ამ გზით, ისინი ხელს უწყობენ დაძაბულობის ზრდას.
სააგენტოს „ინტერპრესნიუსის“ ხელმძღვანელი ბაია ცანავა ამბობს, რომ საზოგადოება საკმაოდ გაღიზიანებული და შეშფოთებულია იმით, რაც ხდება. ასეთ ვითარებაში ინფორმაციული შიმშილი მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს,იქნებ ეყოთ გონიერება და გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკაბელო ოპერატორებმა და მისცენ საზოგადოებას საშუალება, მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია. ხალხი გონიერია და თავად განსჯის ინფორმაციის სიზუსტეს.