ჩვენ დავუკავშირდით ცსკო-ს პრესსპიკერს ეკა აზარაშვილს, რომელმაც 20 000 დამკვირვებლის ბეიჯის გარეშე დატოვების ფაქტს არასწორი ინფორმაცია უწოდა.
_ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ დამკვირვებლები. მათ ჰყავთ წარმომადგენლები, როგორც ცსკოში, ასევე ყველა უბანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი ბეიჯები დამზადებულია, ხოლო ის ფაქტი, რომ 60 000 დამკვირვებლის 1/3 ანუ 20 000 დარჩენილია ბეიჯის გარეშე სიმართლეს არ შეესაბამება. დამზადებულია რამოდენიმე ბეიჯი, ჩვენ გვქონდა მათი ადგილზე მიტანის პრობლემა, ხვალ დილით მოვლნენ და წაიღებენ. _ გვითხრა ეკა აზარაშვილი.
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის შტაბში გვითხრეს, რომ ნაწილი ბეიჯი უკვე ადგილზეა, ხოლო ნაწილი გზაშია.