ამ უბანზე ხმას პატიმრები აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა ცსკო-ს წარმომადგენელს, რომელმაც უთხრა რომ მას აქვს გადაღების უფლება, ფოტოვიდეოგადაღება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გვეუბნებიან, რომ ნებართვის მისაღებად სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა დავკავშირდეთ. უკვე ვესაუბრეთ გიორგი ტუღუშის წარმომადგენელს ნინო ერემაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში თავად დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების გადაღებაში ხელი უკვე შეგვეშალა.