_ დილის 7 საათზე უბანზე მისულ დაკვირვებლებს საარჩევნო უბანი ნახევარი საათით ადრე გახსნილი დახვდათ და უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქ დამკვირვებელთა ბალანსიც დარღვეულია, რადგან ოპოზიციური ბლოკიდან აკრედიტებული დამკვირვებლების ბეჯები ჯერ კიდევ არ არის ჩამოსული, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებს ამ მხრივ პრობლემა არ შექმნიათ. არსებული ვითარების გარკვევა ამ წუთებშიც გრძელდება და პირველ ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა ნახევარი საათის დაგვიანებით მიეცა.
ამავე უბანზე ფიქსირდება ამომრჩევლების მასობრივი, ჯგუფებად მოსვლა; ისინი აცხადებენ, რომ “ეჩქარებათ, რადგან აქედანვე სამუშაოზე უნდა წავიდნენ.” ისინი ძირითადად მეშახტეები არიან და ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ დასვენების დღეა და სამუშაოზე გამოცხადება ჩვეულებრივად მოთხოვეს. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ეს ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგების შეუძლებლობის მიზნით ხდება.





























































