“მე-16 უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ადამიანი. ჩვენმა დამკვირვებელმა შეიტანა ეჭვი მისი პასპორტის ნამდვილობაში. როცა დაიწყო დამკვირვებელმა შემოწმება, ამ ადამიანმა გამოგლიჯა პასპორტი და გაიქცა. ეს ადამიანი არის გიორგი კალანდაძე, პირადი ნომრით #61002002805. იგივე პირადი ნომრით არსებობს სხვა გიორგი კალანდაძე. ფოტოები არ ემთხვევა,” – ამბობს მურმან დუმბაძე.
დუმბაძე ასევე სხვა დარღვევებზეც საუბრობს: “ასეთივე ყალბი პასპორტით აღმოჩენილია ვინმე ირაკლი თავბერიძე. მანაც იგივე მეთოდით, გამოართვა დამკვირვებელს პასპორტი და გაიქცა. გაქცევის მომენტი დაფიქცირებულია ვიდეოკამერით. #17 უბანზე ოთხი ადამიანი როცა მივიდა საარჩევნო უბანზე, მათ მაგიერ ხმა უკვე მიცემული იყო. #22 უბანზე მიქელაძე ედნარის ნაცვლად იყო ხმა მიცემული. #23 უბანზე _ ტარიელაძე ალექსანდრეს ნაცვლად, #32 ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამომრჩევლის ნაცვლად ხმა მიცემული იყო. #8 უბანზე დავითაძე რეზოს ნაცვლად ხელმოწერა იყო დაფიქსირებული. სპეცუბნიდან გამოსული ხალხი შევიდა #21 უბანზე,” -ამბობს მურმან დუმბაძე.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს ე.წ. ‘სომხური კარუსელია” და მოსახლეობას მაქსიმალურად აქტიურობისაკენ მოუწოდებს.