პოლონეთში შტორმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლონეთის სატყეო სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ათასობით ხეა წაქცეული.
სატყეო სააგენტოს უფროსის, კონრად ტომასევსკის თქმით, წაქცეული ხეებიდან ტერიტორიის გაწმენდას 2, ხოლო დაკარგული ბუნებრივი რესურსის აღდგენას ათასობით წელი დასჭირდება.
როგორც ცნობილია, უამინდობამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.