6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის უმუდ სოფიევის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.



































































