6 წლის ბიჭმა დედა და მისი ორი მეგობარი ზედოზირებით სიკვდილს გადაარჩინა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დნეპრში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 მაისს პოლიციაში დარეკა კაცმა, რომელსაც დახმარება 6 წლის ბიჭმა სთხოვა.
როგორც ბიჭი ამბობდა,მასთან ერთად მყოფი ზრდასრულები ნარკოტიკების მოხმარებისას ცუდად გახდნენ.
ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ბიჭის დედას და მის ორ მეგობარს ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია დაუდგინეს.