Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნომინაციაში ყველაზე მდიდარი “იუთუბერი” 6 წლის რაიანიც მოხვდა. პატარა ბიჭუნამ 1 წლის მანძილზე 11 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
რაიანი საკუთარ არხზე “Ryan ToysReview”, სადაც ვიდეოებში სხვადასხვა სათამაშოებით თამაშობს ძალიან პოპულარულია. ვიდეობის გადაღებაში ბიჭუნას დედა ეხმარება.
8 დეკემბერს დასახელდა 2017 წლის ყველაზე მდიდარი ვიდეობლოგერი, ეს გახლავთ დანიელ მიდლტონი, მეორე ადგილი ევან ფონგიამ დაიკავა 15,5 მილიონი გამომუშავებული დოლარით, ხოლო მესამე ადგილი ჯგუფმა Dude Perfect – 14 მილიონი დოლარით.